
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან პოეტის მიერ ყვავილების თემაზე შექმნილ ლექსებს.
პროექტის სრული აღწერა:ყვავილებს ანა კალანდაძის პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ.პოეტს მცენარეთა სახელები ლექსიკონში არ უძებნია.არჯაკელი ქსანზე გაიცნო,სარტყობელა, უკადრისა, ჭყანტა, მჟაველა-არაგვისპირებზე, მაგრამ მცენარეთა და ყვავილთა სახელების ცოდნას პოეტი ყოველთვის ცნობილ ბიოლოგს-დედიკა ოჩიაურს უმადლოდა.
მოსწავლეები გამომეტყველებით კითხულობენ ლექსებს: ,,რხევა ზეფირთა,, ,,მაგნოლიები,, ,,ტყემ საბურავი ჩამოიცალა,, ,,შემოვლენ როკვით,,ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,, შენ თითქოს შეკრთი,, წანწკარავ ალბათ დაგთოვა,, ,,არაგვს ზემოთ, არაგვს ქვემოთ,,...
მოსწავლეები წარმოადგენენ ლექსების მიხედვით შექმნილ სურათებს.
მოსწავლეთა ასაკი: 10 - 11 წელი
ვადები /ხანგრძლივობა: ორი კვირა.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან ანა კალანდაძის მიერ ყვავილების თემაზე შექმნილ ლექსებს,გაიხსენებენ, ან შეისწავლიან ყვავილების სახელებს, გააკეთებენ ჩანახატებს, რაც განუვითარებს მათ შემოქმედებით უნარსა და ფანტაზიას. შეიქმნება ფოტო-ალბომი,გაკეთდება პრეზენტაცია სლაიდებით, მოსწავლეები გამოუშვებენ კედლის გაზეთს სახელწოდებით: ,,არაგვს ზემოთ. არაგვს ქვემოთ...,,
სარგებელი სხვებისათვის: პედეგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრებიან და მოისმენენ გაკვეთილს. მიხვდებიან, რომ ყვავილები პოეტისათვის მხოლოდ ბოტანიკური ერთეულები არ ყოფილა. ისინი მისთვის შთაგონების წყარო იყო.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმესთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა - მოსწავლეებს განუვითარდებათ ძირითადი საკომუნიკაციო უნარები:წერა-კითხვა, საუბარი, დისკუსია, მოსმენა, პრეზენტაცია.
ბუნება: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოში გავრცელებულ მცენარეებსა და მათ სახელებს.ხელოვნება:მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური ხედვა.
პროექტის ფასილიტატორი: რ. ოქროპირიძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ritaoqropiridze@gmail.com
ჩემი პორტფოლიო